პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარებასთან “დაკავშირებით. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
შეთანხმება 2022 წლის 27 სექტემბერს იყო ხელმოწერილი. შემდეგ მისი რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმამ და სოხუმის ე.წ. პარლამენტმა მოახდინა.
შეთანხმება აფხაზეთის მოსახლეობას აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევს. იმ პირებს, ვისაც 2008 წლის 26 აგვისტომდე აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა ჰქონდათ, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ.
რაც შეეხება ჯარში გაწვევას, ის იმ ტერიტორიაზე მოხდება, სადაც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი