რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს
რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ გამართავენ. ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება და მასში მონაწილეობას აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, რუსეთის გვარდიის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლები მიიღებენ. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, - განაცხადა კიუტმა.
მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში