"უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ყველა გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ და შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით გვიან ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა გზები, რომლითაც მოკავშირეებს შეუძლიათ, უფრო უშუალო დახმარება გაუწიონ უკრაინას, მათ შორის გარკვეულ გარემოებებში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოშვებული რაკეტების ჩამოგდებით.
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსები 300 უპილოტო საფრენ აპარატს იყენებენ. ჩვენ გვჭირდება, სულ მცირე, 120, 130 დრონი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ცაში. თქვენ არ შეგიძლიათ ამის უზრუნველყოფა ახლა? კარგი. დავუბრუნდეთ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც გაქვთ ნატო-ს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე: გამოიყენეთ ისინი, ჩამოაგდეთ სამიზნეები, დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება? მე დარწმუნებული ვარ, რომ კი. არის თუ არა ეს ნატო-ს ქვეყნების მხრიდან თავდასხმა, ჩართულობა? არა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კიევი აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გამოიყენონ თავიანთი იარაღი რუსულ სამხედრო ტექნიკაზე დასარტყმელად და შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ამჟამად ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან რთულია, თუმცა კონტროლირებადი.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"