"რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ" - ასლან ბჟანია
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამავე დროს, სოხუმის ხელისუფლება მოელის, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ "რია ნოვოსტის" პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა.
„ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდინარე ფსოუს საგუშაგო ზაფხულში - ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში - თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, ძველი ხიდით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო. იქნება საზღვარი, მაგრამ გამშვები პუნქტი საბოლოოდ ზედმეტი გახდება", - აღნიშნა ბჟანიამ.
სიახლეები
- “ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან გადაგვასახლეს, ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით" - შალვა პაპუაშვილი
- შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულად აქციის 60 მონაწილე დააკავეს
- 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი