,,ღაზაში „ჰამასის“ ათობით წევრის, მათ შორის იარაღის კონტრაბანდაში ჩართული ოფიცრის, ლიკვიდაცია განვახორციელეთ"- ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ ღაზას სექტორში, ავიაიერიშის შედეგად, „ჰამასის“ ოფიცრის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც ღაზაში იარაღის კონტრაბანდაზე იყო პასუხისმგებელი.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მუჰამედ მაჰასნა, ძირითადად, კოორდინაციას უწევდა საზღვაო კონტრაბანდას, მაგრამ ასევე ჩართული იყო იარაღის ტრანსსასაზღვრო გვირაბებისა და სახმელეთო გადასასვლელებით მიღებაშიც.
„მისი ლიკვიდაცია დარტყმას აყენებს ტერორისტულ ჯგუფ „ჰამასის“ უნარს, შეიტანოს იარაღი ღაზაში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
გარდა ამისა, ისრაელის არმიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზას ცენტრალურ ნაწილში პირისპირ ბრძოლისა და საჰაერო თავდასხმების დროს დაახლოებით 20 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, „რაფაჰის“ ტერიტორიაზე კი „ჰამასის“ 25-ზე მეტი წევრი გაანეიტრალეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი