"საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან" - აფხაზეთის მთავრობა
აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში მომხდარი ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ მოსახლეობის დახმარება.
„სამუშაო ჯგუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც ლევან მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები შედიან.
საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, ინციდენტის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან და კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობიან.
სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ მოსახლეობის დახმარება.
საჭიროებების იდენტიფიცირება შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე ხორციელდება.
შემთხვევა ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, 14 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. 9-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი.
დაღუპული მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულად უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი