სუსის ინფორმაციით ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
მიმდინარე წლის 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
,,უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.
არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.
სიახლეები
- ბაჩო ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო
- ,,იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა''- ლევან მაჭავარიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ირანის ახალ ლიდერად ხამენეის ვაჟის დანიშვნით
- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ახალ ლიდერს სისასტიკეში ადანაშაულებს
- პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯტაბა ხამენეის დანიშვნა მიულოცა