"რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის.
როგორც ცნობილია, რუსული მედიით გავრცელდა რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობა“.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.
„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან