საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა, – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ცხრა რაკეტიდან რვა სრულიად გაანადგურა, ერთი კი ზღვაში ჩავარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 262 ბალისტიკურ რაკეტა და 1 475 დრონი გაუშვა.
თავდასხმების შედეგად ქვეყანაში ექვსი ადამიანი დაიღუპა – არაბთა გაერთიანებული საამიროების, პაკისტანის, ნეპალის და ბანგლადეშის მოქალაქეები.
„თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ის მაღალ მზადყოფნაშია, გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს და მტკიცედ დაუპირისპირდეს ყველაფერს, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, უზრუნველყოფს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე იცავს მის ინტერესებსა და ეროვნულ შესაძლებლობებს“
სიახლეები
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
- უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო