„სიამაყეს ვერ გადავაბიჯებთ“: როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC Russian») გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური მასალა სათაურით „სიამაყეს ვერ გადავაბიჯებთ“: როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“ (ავტორები - ოლღა ივშინა და ნინა ახმეტელი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია კორონავირუსთან ბრძოლის მიმდინარეობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია, აკლიათ ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, მედიკამენტები, ფინანსები და სპეციალისტები. მართალია, ოფიციალურად ამ რეგიონებში ვირუსით გარდაცვალება დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ავადმყოფები არსებობენ, განსაკუთრებით აფხაზეთში.
პუბლიკაციაში ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან საკითხებს: რა დახმარებას გაუწევს საქართველო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს და მიიღებენ თუ არა სეპარატისტები ამ დახმარებას? „ეპიდემიის მიუხედავად, ჩვენ თავის დაკარგვას არ ვაპირებთ.. მით უმეტეს, რომ არანაირი ისეთი აფეთქება არაა, რომ ჩვენ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისში ვინმე გავგზავნოთ, ან დახმარება ვთხოვოთ“, - აცხადებს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული აფხაზური შტაბის წარმომადგენელი ალხას ჯინჯოლია.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.bbc.com/russian/features-52395921?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Byandex%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"