"ოკუპანტს არ სძინავს, არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ"
ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალულია და თუ ასეთი გამოვლინდება, სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსული ფული სხვადასხვა გზებით ხვდება გარკვეულ ჯგუფებში.
„მე არ დავაკონკრეტებ, თუმცა, ეს არის რბილი ძალის გასატარებლად. ამაზე საუბარი გვქონდა კომიტეტის დახურულ სხდომაზე, როცა სუს- ის ანგარიშს ვისმენდით. არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს