"ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება"- უჩა ნანუაშვილი
ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს.
როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსაბრუნის გამშვები პუნქტის დროებით ცალმხრივად გახსნას გეგმავს, რის შემდეგაც ადგილობრივებისთვის გზა მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაიხსნება.
მოსახლეობას უკან დაბრუნების უფლება ე.წ. საზღვრის საბოლოოდ გახსნამდე აღარ ექნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდონ საერთაშორისო პარტნიორებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან