ავღანეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ავღანეთში, 19 დეკემბერს, აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი "ბაგრამის" ავიაბაზა გახდა, რომელიც ფარვანის პროვინციის ცენტრში მდებარეობს.
ფარვანის პროვინციის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვაჰიდა შაჰკარის განცხადებით, კალანდახარის რაიონიდან 4 რაკეტა გაისროლეს .გარდა ამისა, სულ მცირე 6 ნაღმი პოლიციამ გააუვნებელყო.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და აეროდრომი არ დაზიანებულა..
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი