რუსული და ამერიკული სარაკეტო კრეისერების შავ ზღვაში დაპირისპირების მოლოდინში...
"შავ ზღვაში მეორე რუსული სარაკეტო კრეისერი შემოვიდა"
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთმა საზღვაო დესანტი გადმოსხა, საქართველოს სანაპირო ზოლთან საბრძოლო მორიგე იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა", რომელიც იმ დროს შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი საბრძოლო ხომალდი გახლდათ.
სარაკეტო კრეისერი "მარშალი უსტინოვი" (ეს ხომალდი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის
სახელობისაა) რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის შემადგენლობაში შედის და მის ეკიპაჟს რამდენიმე ათასი საზღვაო მილის გავლა მოუხდა, რომ ბარენცის ზღვის სევერამორსკიდან შავი ზღვის სევასტოპოლამდე ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩამოეღწია.
რით შეიძლებოდა დამუქრებოდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს სანაპიროსთან მოდრეიფე რუსული "მოსკვა" ჩვენს ქვეყანას ან რა საფრთხეს ქმნის დღეს მისი ტყუპისცალი "მარშალი უსტინოვი"?
1980-იან წლებში საბჭოთა კავშირმა უკრაინაში, ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში "ატლანტის" ტიპის, 1164 პროექტის ოთხი სარაკეტო ხომალდი ააწყო, რომელთა მთავარი საბრძოლო დანიშნულება ოკეანეებსა და ზღვებში მოწინააღმდეგის ხომალდების მსხვილი დაჯგუფებების, მათ შორის - ატომური საავიამზიდო ჯგუფების განადგურება გახლდათ, რისთვისაც კრეისერები ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით, "ვულკანებით" (16 გასაშვები დანადგარი) აღიჭურვა.
დღეს ამერიკელებს მწყობრში არანაკლებ 11 ცალი "ტიკონდეროგა" დარჩათ, რაც რუსეთის ფლოტის სამ "ატლანტს", რა თქმა უნდა, ყველანაირად გადაწონის.
სწორედ ის ფაქტორი, რომ ამერიკული "ტიკონდეროგას" ტიპის სარაკეტო კრეისერები შავ ზღვას ხშირად სტუმრობენ და ღუზას უშვებენ დამოუკიდებელი უკრაინისა და საქართველოს საზღვაო პორტებში, შეიძლება გახდა მიზეზი, რომ არასაბრძოლო მდგომარეობაში მყოფი "მოსკვას" გასაძლიერებლად მოსკოვმა ბარენცის ზღვიდან შავ ზღვაში "მარშალი უსტინოვი" გამოამგზავრა.
შავ ზღვაში რუსული და ამერიკული სარაკეტო კრეისერების სახიფათო დაპირისპირებას, ალბათ, მალე ვნახავთ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი