"საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია“
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია.
მან აღნიშნა, რომ ურთულესი უსაფრთხოების გარემო ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და ყოველდღიურად უწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შიდა და საგარეო გამოწვევებზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჰიბრიდულ გამოწვევებზე.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის უწყება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობს სტრატეგიული მიმართულებებით.
სიახლეები
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აპრილიდან
- 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი დასახელდება
- გელა გელაძე სუს-ის უფროსად ინიშნება
- "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს"- მიხეილ სარჯველაძე