მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ
მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.
“თავდაცვის სმაინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადასცეს. საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- ირანმა შეიძლება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს დაარტყას
- ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს
- "ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას" - საქართველოს საგარეო უწყება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მარტისთვის
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი