რუსეთი სამხედრო წვრთნებისთვის მედესანტეებს ბელარუსში აგზავნის
რუსეთი 14 სექტემბერს სამხედრო წვრთნებისთვის პსკოვიდან ბელარუსში მედესანტეებს გაგზავნის.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ წვრთნები ბელორუსში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს და მასში 300 რუსი სამხედრო და 70 ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება წარმოდგენილი.
”სლავური ძმობის” ერთობლივი წვრთნები 14-25 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსი მედესანტეები სამშობლოში წვრთნების დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი