იმერეთში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.
არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა