სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამასთან, დაჭრილია სამი პირი.
შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი