ტრაგედია მდინარე ენგურთან - დეტალები გარდაცვლილების შესახებ
მდინარე ენგურში დაღუპულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.
3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ მაშველები ახლა კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. გარდაცვლილია ოკუპირებული გალის რაიონის 3 მკვიდრი, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადმოსვლას.
მათ შორის არის ცოლ-ქმარი, ასევე არის ახალგაზრდა ქალი და 60 წლამდე მამაკაცი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი მამაკაცი. ენგურთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ერთ წელზე მეტია ხიდი ჩაკეტილი აქვს, მოქალაქეები იძულებული არიან, მდინარით და შემოვლითი გზებით ისარგებლონ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ენგურის ხიდი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ პენსიონერებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მისცეს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა