გოგი წულაიასთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
"თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა – პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.
2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"