14 წლამდე გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული მამინაცვალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი, რომელიც გერის არაერთგზის გაუპატიურებისთვის იყო ბრალდებული, დამნაშავედ ცნო.
მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს