,,პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში"- მიხეილ სარჯველაძე

ეს არ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე - საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება იყო. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა და ანალიზი.

„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ წამყვან ჯანდაცვის სისტემებს, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ როგორც ფინანსური, ისე ძალიან დიდი ინტელექტუალური და სამეცნიერო შესაძლებლობები იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხები. აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ამ ძიების პროცესშია. ჩვენც, ბუნებრივია, ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალური იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ევროპულ ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა პროფესიულ და კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნეს მიღებული.

 
 
 
წაკითხვა 61 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.