"ნუ "მაწვები", ასე ვერ შემაშინებ, თვალებს ნუ მიქაჩავ" - მამუკა ხაზარაძე პროკურორს
ნუ მაწვები, ასე ვერ შემაშინებ, თვალებს ნუ მიქაჩავ-მეთქი, - ამ სიტყვებით ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის მისამართით განაცხადა.
მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ პროკურორმა მამუკა ხაზარაძეას საქმიდან გამომდინარე კითხვა დაუსვა, რამაც მასსა ბრალდებულს შორის კამათი გამოიწვია.
„ეს მიმიკები ამ კაცს შეაცვლევინე. ეს რა მანერაა, პროკურორი რომ ასე გელაპარაკება, პროკურორი რომ ასე ძველბიჭურად მელაპარაკება, ამიხსენით”, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ მოსამართლეს.
პროკურორმა კი ბრალდებულის ამ სიტყვებს “ქუჩური გამოსვლა” უწოდა.
“ეს იყო ქუჩური გამოსვლა, რაც ახლა გააკეთა. ჩემს არცერთ შეკითხვაში არ ყოფილა არც ისეთი ინტონაციები და არც ისეთი ტონი. ჩემი ინტონაცია გამომდინარეობს მისი ყვირილიდან. ვცდილობ, რომ გადავფარო მისი ყვირილი. რაც ახლა იკადრა, ვფიქრობ, რომ სასამართლო წესი დაარღვია, რადგან ბრალდების მხარეს ასეთი ფორმით მოგვმართა და გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომა", - მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.
თავის მხრივ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ნუ შევლენ ერთმანეთთან პოლემიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იძულებული გახდება “ვინც დაიმსახურებს” ან დააჯარიმოს ან მიიღოს შესაბამისი ზომები.
სიახლეები
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
- "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს" - სალომე ზურაბიშვილი
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის