მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ერთი თვე აქვთ მოთხოვნილი პენიტენციური სამსახურს წარომადგენლებს და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეა საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ უნდა ვიმსჯელოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვფიქრობ, ეს საკითხი გონივრულ ვადებში უნდა იქნას განხილული და, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილი. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გთავაზობთ, მომდევნო სხდომა გაიმართოს 22 დეკემბერს, 11:00 საათზე“, – აღნიშნა მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექიმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიხელ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე