"ახლა ხარობენ შუშის სასახლეში და რუსეთში - არასდროს შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ"
მესამე პრეზიდენტის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი ეთქვა, „ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში“.
აღნიშნულის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ძმამ ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მიღებული. სამ საათზე მეტია ვიმყოფებით სასამართლოში. მოსამართლემ მოისმინა საბოლოო სიტყვები და არც გასულა სათათბიროდ. ანუ აქედან დასკვნა ასეთია, რომ ეს არის მმართველი პარტიის დაცინვა, ეს ხდება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ სირცხვილს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს“, - აცხადებს გიორგი სააკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება