"იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს"- "ვივამედი" განცხადებას ავრცელებს
კლინიკა "ვივამედი" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი არ ემორჩილება მედიკოსების მითითებას და მკურნალობაზე უარს ამბობს.კლინიკა "ვივამედი" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი არ ემორჩილება მედიკოსების მითითებას და მკურნალობაზე უარს ამბობს.
ამიტომ მათი ინფორმაციით, იძულებულები ხდებიან, მიმართონ, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა.
"მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობის სქემა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა და სახეზე იყო შესამჩნევი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ხოლო ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება, მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე.
შესაბამისად ბოლო თვის მანძილზე, პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე.შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია.
სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნაობა, რაზეც თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში" - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"