„ათეულობით ჭრილობა მიაყენა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა“ - შსს მუხიანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დაკავებულს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ცნობით, 39 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
64 წლის კაცის ცხედარი ლიფტში გუშინ, მეზობლებმა იპოვეს. ის მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი