"შემთხვევითი მკვლელობა მოხდა, ბიჭი უმისამართოდ ისროდა" - ახმეტაში 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა მოკლა
კახეთში, ახმეტაში 71 წლის ქალს 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან ესროლა.
დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთს უკავშირდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო.
„შემთხვევითი მკვლელობა მოხდა, როგორც ვიცი ეს ბიჭი უმისამართოდ ისროდა, იმისკენ არ უსვრია, გაბრაზებული ისროდა ეზოში, როგორ მოხვდა ეს არ ვიცი. დიდი ხანია კონფლიქტია მათ შორის. მიწის წართმევაზე უჩიოდნენ, მთელი წლები“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები