"ჩვენ გავფართოვდებით და ერთ-ერთი ჯგუფი კარვით გადავა პროკურატურის წინ"-მალხაზ მაჩალიკაშვილი
შვილმკვდარი მამების აქციამ, შესაძლოა, მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის და ზაზა სარალიძე შეასრულებენ ხალხისთვის მიცემულ პირობას და ხალხთან ერთად დაშლიან არსებულ სისტემას.
„გადაწყვეტილი გვაქვს ორმხრივი ფრონტი გვქონდეს და ვაპირებთ ერთი კარავი პროკურატურასთან გავიტანოთ. როგორც კი დათბება, ჩვენ გავფართოვდებით და ერთ-ერთი ჯგუფი კარვით გადავა პროკურატურის წინ. მე და ზაზა არ ვაპირებთ ხელების დაშვებას, გატეხვას, დანებებას - ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ჩვენ დავპირდით ხალხს, რომ ამ ბინძურ სისტემას დავშლით, ამ ბინძურ სისტემას დავანგრევთ, იმიტომ რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ასე მოგვექცნენ მე და ზაზას, იმიტომ რომ დანარჩენმა ახალგაზრდობამ, დანარჩენმა ქვეყანამ წესიერ, სინდისიერ, პატიოსან ქვეყანაში იცხოვროს. ჩვენ ამის მიღწევას ვცდილობთ,“- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან კარვის დადგმის გარდა, მასშტაბურ აქციებსაც აანონსებს.
„ძალიან ბევრი ხალხი გვიჭერს მხარს. ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და ეცდებიან სამართალი დაიდოს. ვაპირებთ მასშტაბური აქციების განახლებას, როგორც კი დათბება. მთელი ზამთარი ამ სიცივეში, ყინვაში და ქარში იმიტომ არ გაგვიტარებია, რომ შემდგომ გეგმები შეგვეცვალა. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნების განსახორციელებლად,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი