ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს. შუბითიძე გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.
შუბითიძის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.
ადვოკატის თქმით, გარდა იმისა, რომ შუბითიძე ბრალს აღიარებს, ასევე ინანიებს, რომ ხელი დაადო საჯაროდ მის კოლეგებს, როგორც საქმის სავარაუდო გამყალბებლებს.
29 აპრილს, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება