"თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ"- სააკაშვილი პაპუაშვილს
კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩაერთო. დღეს, 3 ივლისს, "7 ნოემბრის საქმე" განიხილება.
ჩართვისას მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა იმაზე, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც სააკაშვილის საქმეზე "დეზინფორმაციულ კამპანიაში" იყო ჩართული.
"თურმე ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში. პაპუაშვილო, შემომხედე კარგად...", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა 3 ივლისის სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას და თავისი მდგომარეობის ხაზგასასმელად, მაისური აიწია.
„7 ნოემბრის საქმეზე“ პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო