ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.
სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა, შესაბამისად, ბრალდებულს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. ადვოკატის განმარტებით, ბასილაშვილი დღევანდელ სხდომაზე დისტანციურად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩაერთო.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები