"ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის, რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება"
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
„დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებენ უწყებაში.
ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე