ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცავებს სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავთ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები