აშშ-ში ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების წევრები დააკავეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე „ნათან იუსუპოვი“, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე „თავა“, დავით ტიკარაძე.
ნიუ-იორკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, რომ 14 ნოემბერს დაკავებული 4 პირი ქუთაისიდან არიან.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას, ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ, დანაშაული კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში მოხდა.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ 41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძეს და 53 წლის ტიკარაძეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები