"საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი - როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიისა და ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ საერთოდ ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველო უნდა იყოს ქართველების და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი.
„როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიის ქვეყანაში, ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს, საერთოდ, იმდენად არაბუნებრივი პროცესი, რომ მე ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში თუ არა ხელოვნურად გამოწვეული მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი. ერთი არის, რომ ქართველი ხალხის გადასახლება ხდება აქედან, შემდეგ ჩამოდიან მესამე მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, ერაყიდან, აფრიკული ქვეყნებიდან, აქ სწავლობენ და მერე აქედან მიდიან ევროპაში, ასევე საქართველოს იყენებენ იქ გადასასახლებლად. საქართველო უნდა იყოს ქართველების მოზიდვის ცენტრი და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი. ამისთვის საჭიროა, ასევე, დეცენტრალიზაცია,. შემდეგი კანონი იქნება, რომ შემოსავლის 80% დარჩება ადგილზე. ახლა მიდის გაურკვევლად ცენტრალურ ბიუჯეტში, ცენტრალური ბიუჯეტიდან იპარება სხვადასხვა „ატკატებით“, გაურკვეველი ტენდერებით. ადგილზე უკეთესად იცის ადამიანმა რა სჭირდება, მაგალითად ავიღოთ წალენჯიხის მაგალითი. ამიტომ ადგილზე უნდა რჩებოდეს ფული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "სვეტიცხოველში კვლავ დაფიქსირდა წყლის განმეორებითი ინფილტრაცია" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
- "რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს!" - ნიკა გვარამია
- დღეს "თბილისი არენაზე" საქართველოს თასის ნახევარფინალი გაიმართა
- “ივანიშვილი დღეს აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა, საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების მძევალია და ვერ ხედავს ვითარებიდან გამოსავალს” - გია ხუხაშვილი
- "ომი ბაიდენს უნდა შეეჩერებინა, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს არასდროს უნდა დაეწყო, ყველა დამნაშავეა" - დონალდ ტრამპი