სოფელ ახაშენში, მამაკაცის მიერ ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობის ფაქტზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.
„დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში გარდაცვლილი იყო. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ისიც სამზარეულოში იყო გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს მოკლული, ისიც ამ კაცის მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა ისეთი კარგი გოგო იყო... ამბობენ, თავადაც თავი მოიკლაო, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველა. ორი შვილი დარჩათ“, - ამბობენ ადგილობრივები.
სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია