ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო.
საია-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ. საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, დარინა სალდაძის თქმით, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
„ხმის მიცემის ფარულობა არ იყო გარანტირებული ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალდაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს