" ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა" - საია
"ქართული ოცნება" რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა“ , - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი.
საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინსტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი, პატიმრობაშია და ელოდება სისხლის სამართლის წესით გასამართლებას“.
„ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის ქცეული – კრიტიკული ხმა დასჯადია, სასამართლო კი, აქციის მონაწილების დასჯის ინსტრუმენტადაა ქცეული”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი