ადვოკატის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია
„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
„ვიპოვეთ, არის ზაჰესში და მივდივართ!", - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
„ტვ პირველმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების თანახმად, ,,იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,,ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.
როგორც შსს-ში აცხადებენ ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
უფრო ადრე, ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: ,,ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი".
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა