ნიკა გვარამია დააკავეს
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.
"ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს". - თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს.
გვარამიას კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით დღეს, 13 ივნისს შეუცვალეს.
დღვანდელ პროცესზე პროკურატურამ გვარამიასთვის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
გვარამია პროცესზე არ მივიდა და სხდომის პარალელურად, რუსთავის ციხისკენ თავად წავიდა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს