,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
,,სიძემ სიმამრი მოკლა” – ამის შესახებ ადგილობრივები, ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას აცხადებენ.
მათი თქმით, მამაკაცი უსინათლო იყო.
,,ამ დილით გავიგე, სიძემ სიმამრი მოკლა. უსინათლო კაცი იყო, მთელი ცხოვრება წესიერად შრომაში გაატარა”,- ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მკვლელობა დილით მოხდა.
,,ამ დილით მოუკლავს. სიძემ მოკლა სიმამრი, მერე გაქცეულა და აუყვანიათ”,- ამბობს მეზობელი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ვარაუდობს, რომ მკვლელობა დანით მოხდა.
,,ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მგონი, დანით არის მოკლული”,- ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში, სოფელ ზემო ოსიაურში მკვლელობა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია