სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯ.ე-მ, ნ.მ.-მ და ვ.ი.-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მათ დიდი ოდენობით თანხა აიღეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისათვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 სექტემბრისთვის
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე