April 27, 2026

,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი

,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ.

„ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი გასაგებია, არის დესტრუქციული, რადიკალური და შესაბამისად პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ინტერესები. ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

წაკითხვა 97 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.