მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
- ,,საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს სანდუს პოლიტიკას"- გიორგი ვოლსკი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
- ,,ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!” – შალვა პაპუაშვილი
- „ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ"- ირაკლი ზარქუა