პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის „WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს.'- ბერდია სიჭინავა
- ,,სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას''- ვიქტორ ჯაფარიძე
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს'' - ბერდია სიჭინავა
- "შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა -'' გია ხუხაშვილი „იმედის ბანკზე“
- სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს