მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.
შსს-ს ინფორმაციით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე. მათ შორის არიან – ინდოეთის, მიანმარის და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.
სიახლეები
- დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
- ,,საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს სანდუს პოლიტიკას"- გიორგი ვოლსკი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
- ,,ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!” – შალვა პაპუაშვილი
- „ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ"- ირაკლი ზარქუა