"არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას" - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მისი იდენტიფიცირება და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, ს.კ. იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შსს-მ. უწყების ცნობით, ს.კ-ს ავტომობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, „აღნიშნული პირის ავტომობილის კარში შენიშნეს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც, სავარაუდოდ, არის აკუსტიკური ხმოვანი იარაღი“.
შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმით წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი