მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ჟურნალისტს, ეკატერინა კორტიკაძეს დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ დღეს, 2 ოქტომბერს წერს, რომ მოსკოვის გოლოვინსკის რაიონის სასამართლომ გამომძიებლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს აღკვეთის ზომად დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა.
რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს ადანაშაულებს არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. პუტინის ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით დევნის უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეებს.
რუსეთის შსს-ს ეკატერინა კოტრიკაძე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად", არხის არაერთი ჟურნალისტი კი -„უცხოეთის აგენტად".
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო.
სიახლეები
- ,,ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე"- მიხეილ სააკაშვილი
- „ოცნების“ დეპუტატის მობილურის გადაღების გამო „ფორმულის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს
- გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი აქვს
- სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები დააკავეს
- ქვემო ქართლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა